ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კვლავ მძიმეა. სპეციალისტები მსჯელობენ, თუ როგორ მოხერხდეს ეპიდემიის გავრცელების შეკავება შესუსტებული მექნიზმების ფონზე. ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები უკვე იწურება - კლინიკებს ერთდროულად მხოლოდ 8,484 პაციენტის მიღება შეუძლია.
საგანგაშო და მზარდია სიკვდილიანობის მაჩვნებლები. კლინიკებში პაციენტების 30% მძიმდება და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა ესაჭიროება. მძიმე მდგომარეობის შეჩერება იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებით არის შესაძლებელი.
დღეს საკოორდინაციო საბჭოზე დავალებები გაიცა, აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაციის კამპანია და სააგიტაციო ღონიძიებები ყველა მუნიციპალიტეტში.
თენგიზ ცერცვაძე, არსებული რთული მდომარეობიდან გამომდინარე, მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგია, თუმცა მობილობის მაქსიმალურ შეზღუდვაზე საუბრობს. ამბობს, რომ ახლა ქვეყანას მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გადაარჩენს.
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გადამწყვეტი მიმდინარე კვირა იქნება. თუ მოკლე პერიოდში დღიურად მინიმუმ 20 ათასი ადამიანი არ აიცრება, ექიმები ამბობენ, რომ ვირუსის შეკავება შეუძლებელი გახდება.
კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა, დაახლოებით, 52 ათასია, ბოლო 24 საათში კი 8,224 ადამიანი აიცრა.