20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
საერთაშორისო ფესტივალ "ღამის სერენადების" მეცამეტე სეზონი დღეს დასკვნითი კონცერტით დასრულდა 

კონსერვატორიის დიდ დარბაზში "ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტი მიმდინარეობს. ფესტივალში ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მონაწილეობენ.

დღეს კონსერვატორიის სცენაზე პრემიერაც შედგება. ქართველი ვირტუოზი სანდრო ნებიერიძე, ზაქარია ფალიაშვილის "ფანტაზიას" შეასრულებს. ხოლო დირიჟორი, ვახტანგ მაჭავარიანი ორკესტრთან ერთად ქართველ მსმენელს, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმებიანი ორკესტრისათვის შექმნილ ნაწარმოებს პირველად წარუდგენს.

"ღამის სერენადები" ტრადიციულად ბათუმში დაიწყო და დღეს, რიგით 13 სეზონს დაასრულებს.

დღის ამბები