02 მაისი 2024,   13:52
ვრცლად
თალიბანი ტელევიზიებს ქალი მსახიობების მონაწილეობით სერიალების ჩვენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თალიბანმა ავღანეთის ტელევიზიებს იმ სერიალების ჩვენების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რომლებშიც ქალი მსახიობები მონაწილეობენ. ქალ ჟურნალისტებს კი ჰიჯაბის ტარება მოუწევთ.

ახალი წესები ფილმებში ქალი მსახიობების მონაწილეობას გამორიცხავს, კაცების ნახევრად შიშველი სხეულის ჩვენება კი შეუფერებლად მიიჩნევა.

თალიბანი იმ პროგრამების შეწყვეტა ითხოვს, რომლებსაც "ამორალურად" მიიჩნევს. თალიბანის ლიდერები აცხადებენ, რომ ეს დირექტივები სავალდებულო არაა და რელიგიური სახელმძღვანელო წესებია.

დღის ამბები