20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
"12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ნაკლებად არის მომართვიანობა წლამდე, ასაკის ბავშვებში კი უფრო ხშირია"- თინათინ იმერლიშვილი ბავშვებში კოვიდის შემთხვევებზე

55 გარდაცვლილი, 1856 ახალი შემთხვევა და 5530 გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის ბოლო მონაცემები. ვირუსთან გამკლავება რთულია მათთვის, ვინც აცრილი არაა.

კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ. გაზრდილია კორონავირუსით ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბავშვებში. მცირეწლოვნებს სხვადასხვა კლინიკის რეანიმაციებშიც მკურნალობენ. ჰოსპიტალში მოთავსებული არიან ბავშვების მშობლებიც.

მედიცინის დოქტორის, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ამჟამად კლინიკაში 121 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან რეანიმაციულ განყოფილებაში 15 ბავშვია მოთავსებული, რომლებსაც დაზიანებული აქვთ ფილტვები და აქვთ თანმხლები მძიმე დაავადებები.

რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების უფროსის თინათინ იმერლიშვილის თქმით, წლამდე ასაკის ბავშვებში გაცილებით მეტია მომართვიანობა, ვიდრე 12-დან 18 წლამდე მოზარდებში.

"პედიატრიულ დეპარტამენტში ამ ეტაპზე მკურნალობს 24 პაციენტი, მათ შორის 3 ბავშვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული. დანარჩენი პედიატრიულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას. ძირითადად პროცესი მიმდინარეობს ცხელებით და ინტოქსიკაციით,  12-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ნაკლებად არის მომართვიანობა წლამდე ასაკის ბავშვებში კი უფრო ხშირია,“- განაცხადა თინათინ იმერლიშვილმა.

დღის ამბები