20 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან სოფელ ფახულანში ვაქცინაციისა და ტესტირების ახალი ცენტრი მოეწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა, ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა. 

სამედიცინო პუნქტში, ტესტირებასთან ერთად, „კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო ვაქცინაციაც შესაძლებელია.

ცენტრის მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სოფელ ფახულანში, საოკუპაციო ხაზთან ვაქცინაციისა და ტესტირების პუნქტის განთავსება ჯანდაცვის სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მოხდა.

დღის ამბები