26 აპრილი 2024,   10:50
ვრცლად
ბათუმში გაერთიანებული ოპოზიცია სახალხო დამცველთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ითხოვს

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიცია სახალხო დამცველთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ითხოვს.

ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე და "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე აცხადებენ, რომ ბათუმში მეორე ტურის გაყალბების შესახებ მტკიცებულებები აქვთ და აპირებენ ეს ინფორმაცია ყველა ზევით ჩამოთვლილ ორგანიზაციას მიაწოდონ.

მათი თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს ცდილობს საკრებულოს უმრავლესობის მოსაპოვებლად, ისინი გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის საქმეს იხსენებენ და გამოძიებაზეც საუბრობენ. ოპოზიციის თქმით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის. 

დღის ამბები