ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში კერძო მესაკუთრე სოსო ქათამაძე ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან კომპენსაციის მიღებას ითხოვს.
მისი განცხადებით, 2014 წელს, მის საკუთრებაში არსებული 4ჰა მიწის ფართობზე ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაღალი წნევის მილი გაიყვანა. მესაკუთრეს მტკიცებით, ამისთვის მას კორპორაციისგან ანაზღაურება არ მიუღია.
ქათამაძე ამბობს, რომ იგი წლების მანძილზე მიწის ფართობს სასოფლო -სამეურნეო საქმიანობისთვის იყენებდა, დღეს კი მისი ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშეა დარჩენილი.
მესაკუთრეს განცხადებით ახლა კომპანია მილის გაყვანის სანაცვლოდ 4 ათას ლარს ჰპირდება, ეს თანხა კი მისთვის მიუღებელია.
სოსო ქათამაძე მოითხოვს შესაბამის კომპენსაციას ან მოითხოვს კომპანიისგან მოხდეს ადგილმონაცვლეობა.
მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქათამაძე ამბობს, რომ იძულებული გახდება უკიდურეს ზომებს მიმართოს და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მილის გადაჭრით იმუქრება.