თელავის რაიონულ სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულები - ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
პატიმრობაში მყოფი ზვიადაურისათვის დაცვის მხარე 50 ათას ლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე, ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და მოთხოვნას შემდეგი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებით ასაბუთებდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები, გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, მკვლელობა 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა.ორმხრივი სროლის შედეგად, გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.