20 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, ბუსტერ დოზების ვადები შემცირდა

მწვანე სტატუსით ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

ქვეყანაში კოვიდი გადატანილი აქვს, დაახლოებით 850 ათასს ადამიანს, სრულად კი, აცრილია მილიონი.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი დღეს საგანგებოდ შეიკრიბა, პრევენციული ზომები მიიღო და ბუსტერ დოზების ვადები შეამცირა.

18-დან 50 წლამდე მოქალაქეებისთვის, ვინც სინოფარმით ან სინოვაკით ვაქცინირებულია, 3 თვის შემდეგ მესამე დოზის დამატება შეეძლება. ფაიზერითა და ასტაზენეკათი აცრილებს კი, 5 თვის შემდეგ.

საგანგებოდ შეკრების და სწრაფი რეაგირების მიზეზი, "ომიკრონის" გავრცელების საფრთხეა.

ვირუსის ახალი ფორის მახასიათებლების შესახებ მედიცინაში ჯერ ბევრი რამ ისევ უცნობია, საფრთხე უფრო დიდია იმ სახელმწიფოებისთვის, სადაც დაბალი იმუნური ფენაა.

ამირან გამყრელიძეს თქმით, სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის წლის ზემოთ, 50-60 წლამდე 10%,  5% დაბალ ასაკში.

ტრაგიკული შემთხვევები დელტა შტამის პირობებშიც ყოველდღიურად მაღალია. თუ 60 წელს ზემოთ მყოფი პირების ვაქცინაცია არ გააქტიურდება, ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში რისკები კიდევ უფრო გაიზრდება.

იმუნიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა დღეს დიაგნოსტიკის მეთოდებსაც გადახედა. საქართველოში ახალი PCR ტესტი შემოვა, რომელიც ახალ შტამს დროულად და სწორად დაადგენს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა თანამშრომლობა მსოფლიო დონის ორ ლაბორატორიასთან დაიწყო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევარების პასუხსაც ელოდება.

სპეციალისტებს მიჩნიათ, რომ მკაცრი ზომები, საზღვრების ჩაკეტვა და ლოკდაუნის გამოცხადება ვირუსის გავრცელებას ვერ შეაკავებს.

ინფექციონისტები წარსულის გამოცდილებიდან საუბრობენ. ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგიური სტაბილურობა მარტივი წესების დაცვით და ვაქცინაციის ტემპების გააქტიურებითაც არის შესაძლებელი.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი გადაწვეტილება ძალაში რამდენიმე დღეში შევა. მანამადე ბუსტერ დოზების ვადების შემცირების საკითხს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი განიხილავს. 

სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოდან, 18-50 წლამდე ასაკის ადამიანებს, მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.

დღის ამბები