დავით კრავეიშვილს, რომელიც გუშინ სანზონაში მოკლეს, მამა გარდაცვლილი ჰყავდა, გორიდან თბილისში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩამოვიდა. მათ სანზონაში ბინა ჰქონდათ ნაქირავები.
"ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია აქვს და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა,"- ამბობს ოჯახის ახლობელი.
15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 2 არასრულწლოვანი დააკავა. მეზობლების ვერსიით, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა.