20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"მწვანე პასპორტის" შემოღების შემდეგ, სამეგრელოში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა

1 დეკემბრიდან, "მწვანე პასპორტის" შემოღების შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად გადადგმულმა ნაბიჯებმა, მათ შორის პენსიონერთა 200-ლარიანი ფინანსური წახალისების ინიციატივის შემდეგ, იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა.

ცენტრში კოვიდვაქცინებთან ერთად გრიპის ვაქცინით იმუნიზაციაც არის შესაძლებელი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 ვაქცინაციის პუნქტი მოქმედებს, სადაც აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ხორციელდება. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ვაქცინაციის მოძრავი პუნქტით ემსახურება, რომლის გრაფიკიც სოფლის მოსახლეობისთვის წინასწარ ხდება ცნობილი.

დღის ამბები