19 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
ექიმები საქართველოში ტვინდემიის გავრცელებას აანონსებენ

ექიმები საქართველოში ტვინდემიის გავრცელებას აანონსებენ. ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული ვირუსები ართულებენ. მედიკოსების მტკიცებით, დაავადებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური ღონისძიება COVID-19-ისა და გრიპის ვირუსის აცრებია.

"შემთხვევების დღიური მაჩვენებელი კვლავ ნარჩუნდება მაღალ ციფრებზე, სტაბილურად. ვაქცინირებულთა რაოდენობამ ცოტა მოიმატა, თუმცა ეს კიდევ არაა ისეთი მნიშვნელოვანი მატება, რომ სამიზნე რაოდენობებზე დროულად გავიდეთ. გრიპის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში არ აღინიშნება, მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირიდება, თუმცა უკვე იწყება ის სეზონი, როცა ეს ვირუსი ყველაზე მეტად აქტიურდება და მოსალოდნელია, რომ შემთხვევებმა რაღაცა დონემდე მოიმატოს.

პირბადის გამოყენება დისტანციის დაცვა და ჰიგიენის დაცვა მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამ ვირუსების გავრცელება," - აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.

დღის ამბები