16 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
როდის მოეხსნებათ ღამის კლუბებს შეზღუდვა - გიორგი ღიბრაძის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს

ღამის კლუბებისთვის შეზღუდვების მოხსნაზე მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება პოზიციების შეჯერების შემდეგ გამოქვეყნდება. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ ერთის მხრივ მიეცეთ ფუნქციონირების საშუალება და მეორეს მხრივ ეპიდემიოლოგიურად დაზღვეული იყოს. უნდა ელოდონ კონკრეტულ ვადას. მიდის მოლაპარაკებები, საკითხების ტექნიკური შეთანხმება დიდხანს არ გასტანს და როგორც კი შეჯერდება პოზიციები, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ბიზნესის კუთხით, მაშინვე გამოქვეყნდება. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს." - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღის ამბები