სასტიკი მკვლელობა ხელვაჩაურში - ამ წუთებში სოფელ ჭარნალში, ადგილზე სადაც მამაკაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები არკვევენ რა გახდა შემზარავი ინციდენტის მიზეზი. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა ბიჭა და ბრალდებულის ცოლი, 43 წლის ქალი. სავარაუდო მკვლელობას გადაურჩა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, კაცის მეორე შვილი, რომელმაც გაქცევა შეძლო. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილკობვრივების თქმით, 54 წლის მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 54 წლის მამაკაცი ხშირად იღებდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ის სპეციალური რეაბილიტაციის კურსის ქვეშ იყო და პერიოდულად უწევდა ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღებს. თუმცა, სპეციალური ექსპერტიზის ჩატარებამდე აღნიშნულზე დაზუსტების საუბარი შეუძლებელია.
შემთხვევა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭარნალში, გამთენიისას დაახლოებით 5-6 საათზე მოხდა.
ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.