02 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას 53 ადამიანი ემსხვერპლა

53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას მექსიკაში. მიგრანტებით სავსე სატვირთო მანქანა მოხვევის დროს ამოტრიალდა და ხიდს შეეჯახა.

დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები. დაშავდა 58 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილების უმრავლესობა გვატემალისა და ჰონდურასის მოქალაქე იყო.

დღის ამბები