ვინ გახდება ახალი მინისტრი - სავარაუდოდ ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა "ოცნების" დახურულ შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში წინანდალში მიმდინარეობს.
გასვლით სხდომას ესწრებიან როგორც დეპუტატები, ასევე მთავრობის წევრები.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე მთავარი პოლიტიკური თემები განიხილება.
"მთავრობის წარმომადგენლები, დეპუტატები ვიკრიბებით ერთად რომ გუნდურ საერთო ხედვებზე შევჯერდეთ. ზოგადი პრინციპული საკითხები უნდა განვიხილოთ, რომელიც ამ ქვეყანას აწუხებს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ საკითხებზე რაც ქვეყანას აწუხებს და არა მოგონილ თემებზე,"- აცხადებს მდინარაძე.