20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
36 გარდაცვლილი და 2 922 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 922 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 36 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 35 841, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 19 939, PCR ტესტით - 15 902.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,15%, ბოლო 14 დღის - 7,88%, ბოლო 7 დღის - 7,42%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 922 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისშია - 1 380 შემთხვევა, შემდეგ კი იმერეთი - 481, აჭარა - 162, ქვემო ქართლი - 178, შიდა ქართლი - 171, გურია - 81, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 185, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 43 854 პაციენტი ებრძვის.

დღიურად აცრილია 6 817 ადამიანი.

დღის ამბები