19 დეკემბერი 2024,   12:01
ვრცლად
შერიგების მცდელობა წარმატებული იქნება თუ ენმ აღიარებს დანაშაულს და გავა პოლიტიკიდან - ირაკლი კობახიძე 

მიხეილ სააკაშვილი წერილი, რომელიც პოლიტიკურ მხარეებს შორის შერიგებას ეძღვნება და ამავდროულად მხარდამჭერებს აქციებისკენ მოუწოდებს კვლავ განხილვის საგანია. მმართველ გუნდში "ნაციონალურ მოძრაობას" ფარისევლობაში ადანაშაულებენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, შერიგებაზე საუბარი იმ შემდეგ გახდება ლეგიტიმური, თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეცვლის რიტორიკას და წავა პოლიტიკიდან.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცვალოს თავის რიტორიკა და დამოკიდებულებები, აღიაროს დანაშაულები და გავიდეს პოლიტიკიდან. ამას თუ ვინმე მოახერხებს მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მცდელობა შერიგებასთან დაკავშირებით არის წარმატებული, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამის შემძლე ვინმე იყოს საქართველოში.

"ნაც მოძრაობა" უნდა დასუსტდეს და, ამ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები. ღიმილი მომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როდესაც მარგველაშვილი საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს ის ჯერ მას ვინ რამეს ეკითხება, მერე სააკაშვილი და იქ დახვდეს  ქალბატონი სალომე, ეს არის ღიმილის მომგვრელი და ღიმილის მომგვრელზე ცოტა უფრო მეტი, ტრაგიკომიკული განცხადება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები