20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
#ავიცრათერთმანეთისთვის - სტუდენტურ კამპანიას კოლეჯი "სპექტრი" შეუერთდა  

სტუდენტურ კამპანიას, კოლეჯი "სპექტრის" სტუდენტები შეუერთდნენ.

კოლეჯი "სპექტრის" სტუდენტებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის - კამპანიას შეუერთდნენ.

პროფესიული განათლების კოლეჯი, უკვე მერვე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კამპანიაში ჩაერთო.

კოლეჯ "სპექტრის" სტუდენტებმა, ლექტორებთან ერთად, აქციის ფარგლებში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებით და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს.

აქტივობის ფარგლებში, სტუდენტებმა ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის - #ავიცრათმანეთისთვის სლოგანით გაავრცელეს.

თავის მხრივ, "სპექტრის" სტუდენტებმა, კამპანიაში ჩასართავად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში დაიწყო.

ინიციატივის შესახებ, ონლაინ მიმართვა, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

აღნიშნული პროექტი კომპანია "ქოლგას" მხარდაჭერით ხორციელდება.

"კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებენ ორგანიზაცია "ქოლგაში".

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას, პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები შეუერთდებიან და თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - გორში, ქუთაისში, ახალციხეში, კახეთში, ზუგდიდსა და ბათუმში, ანალოგიურ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

დღის ამბები