კორონავირუსის მე-6 ტალღის მოლოდინში - ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების მორიგი მძლავრი ტალღა საქართველოში ახალი შტამის, "ომიკრონის" შემოსვლის შემდეგ დაიწყება. მანამდე კი ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ საყურადღებოა. კვლავ განსაკუთრებით საყურადღებოა ლეტალობის მაჩვენებელი. ექიმები მოსახლეობას ისევ რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ
"ეპიდვითარება გაუმჯობესებული არ არის, კვლავ მაღალია ყველა მაჩვენებელი. ისევ და ისევ, რეგულაციების უგულებელყოფით, რეკომენდაციების არ შესრულებით, ვაქცინაციის პროცესში არ ჩართულობით... ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რაც დაიცავს სიცოცხლეს, ხოლო კომბინირებულად, ვაქცინაცია რეკომენდაციების შესრულებასთან ერთად არის საუკეთესო ბერკეტი ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად,"- აცხადებს ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე.