05 მაისი 2024,   18:37
ვრცლად
ქალების დამამცირებელი რეკლამის გამო, სამხრეთ კორეულმა რძის პროდუქტების კომპანიამ ბოდიში მოიხადა

ქალების დამამცირებელი რეკლამის გამო, სამხრეთ კორეულმა რძის პროდუქტების უმსხვილესმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა. ვიდეოში ნაჩვენებია მამაკაცი კამერით, რომელიც სეირნობს და მდელოზე თეთრ ტანსაცმელში ჩაცმულ ქალებს ხედავს, რომლებიც ძროხებად იქცევიან.

რეკლამამ, საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა და ქვეყანაში არსებულ სექსიზმის პრობლემაზე დებატები გამოიწვია.

მოგვიანებით კი, კომპანიამ რეკლამა წაშალა და განაცხადა, რომ მომავალში მეტ ყურადღებას გამოიჩენენ, რათა მსგავსი პრობლემები აღარ განმეორდეს.

დღის ამბები