01 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
ცოცხლად დამწვარი და კვამლით გაგუდული ადამიანები ფსიქიატრიულ კლინიკაში - ხანძარს იაპონიაში სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა

ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილ ხანძარს იაპონიაში, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა, ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. პოლიცია იძიებს, იყო თუ არა ხანძარი განგებ გაჩენილი. 

შემთხვევა ქალაქ ოსაკაში მოხდა. ფსიქიატრიული კლინიკა ხალხმრავალ უბანში მდებარეობს, სადაც კომერციული და გასართობი დაწესებულებებია. 

"ძალიან დიდი, შავი ბოლი იყო... იგრძნობოდა მკვეთრი სუნიც. როდესაც გავიხედე შენობისკენ, მეექვსე სართულზე, ერთ-ერთი ფანჯრიდან ქალი შველას ითხოვდა.." - განაცხადა იაპონურ ტელეკომპანია NHK-სთან თვითმხილველმა. 

ადამიანების ნაწილი მაშველებმა გამოიყვანეს, ხანძარი კი ნახევარ საათში ლიკვიდირებული იყო. ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე არ გადასულა.

დღის ამბები