20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი" - თემურ ალასანია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

თემურ ალასანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლაზე უარი თავად თქვა და მაგისტრი მოსამართლე მოითხოვა. ის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. მის გამოკითხვაზე დაბარებას თემურ ალასანია პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს

"მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე რომ მოვიდე ამ დაკითხვაზე და გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან. მე ვესაუბრე ამერიკის კონსულს და პოლიტიკურ მრჩეველს, ადვოკატებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ და ამის შემდეგ გადავწყვიტო, რა პოზიცია დავიჭიროთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის. ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი. ეს არის პოლიტიკური პიარი და საკმაოდ მოუხეშავი მცდელობა რომ გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური მდგომარეობით და რაც გამოწვეულია მესამე პრეზიდენტის უკანონო, პოლიტიკური დევნით," - განაცხადა თემურ ალასანიამ.

თემურ ალასანია საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად საახალწლო პერიოდს და მისი დისშვილის მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს ასახელებს. ის გორის ჰოსპიტალში ექპსრეზიდენტთან შეხვედრასაც აპირებს.

გამოძიება, რომელიც კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2018 წელს დაიწყო 158-ე მუხლით გრძელდება

საქმე ეხება 2018 წლის 25 ოქტომბერს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება თავის ბიძას, თემურ ალასანიას.

დღის ამბები