გენერალი, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე დაკავებულია. ამის შესახებ მისი ახლობლები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ამ ვერსიით, კალანდაძე გერმანიაშია დაკავებული. დამატებითი ინფორმაცია მიზეზებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.
გიორგი კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2012 წელს იკავებდა.