აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს კანონმდებლები, მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ. ცვლილებებს კი დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი განიხილავს.
პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მმართველ გუნდში.
"პოპულისტური და პიარული სვლა" - ასე აფასებენ ოპოზიციაში აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტს. ამბობენ, რომ აზარტული თამაშები ქვეყნისთვის პრობლემაა და გარკვეული ცვლილებები საჭიროა, მაგრამ კანონპროექტს ახალი რედაქციით მხარს მაინც არ უჭერენ.
კანონპროექტი ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას ითვალისწინებს, პირველ ეტაპზე გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე განისაზღვრება.