18 მაისი 2024,   21:44
ვრცლად
53 გარდაცვლილი, 3 282 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 53 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა  3 263 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 34 387, ხოლო PCR ტესტით - 14 960

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელმა 6,65%, ბოლო 14 დღის განმავლობაში 6,71%, ხოლო ბოლო 7 დღეში 6,24% შეადგინა. 

21 დეკემბერსი ქვეყნის მასშტაბით 13 743 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია - 2 399 482 აცრა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 35 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 626 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირთა რაოდენობა -1 021 შეადგენს.

შეგახსენებთ, კოვიდპანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 913 738 შემთხვევა დადასტურდა,  მათ შორის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 866 339 , ვირუსს ემსხვერპლა 13 169 ადამიანი. 

დღის ამბები