03 მაისი 2024,   06:46
ვრცლად
მეგა შოუ "ნიჭიერი" ზუსტად 22 საათზე "რუსთავი 2"-ის ერთგულ მაყურებელს გრანდიოზული სანახაობას შესთავაზებს 

მეგა შოუ "ნიჭიერი" დღეს, "რუსთავი 2"-ზე, ზუსტად საღამოს 10 საათზე, ერთგულ მაყურებელს გრანდიოზულ სანახაობას პირდება.

ვინ მოიპოვებს ფინალის საგზურს, მთავარ ინტრიგას პასუხი დღეს გაეცემა.

პროექტის შემქმნელები დღესაც, ისევე როგორც გასული ნახევარფინალების დროს,  "რუსთავი 2"-ის მაყურებლისთვის წარმოუდგენელ ზეიმს ამზადებენ.

ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ამ წუთებში ტექნიკური რეპეტიცია მიმდინარეობს. მონაწილეები იწყებენ შეკრებას და ტექნიკურ რეპეტიციებს, როგორიცაა ხმის გასწორება და სცენოგრაფია. 

შეგახსენებთ, როგორც მთელი კვირის განმავლობაში, დღეს განსაკუთრებით უნდა იაქტიუროთ. იმიტომ, რომ 5 ჟიურის წევრთან ერთად, კიდევ არის ერთი მთავარი ჟიური და ეს არის მაყურებელი და სწორედ მათზეა დამოკიდებული, ვინ მოიპოვებს 31 დეკემბერს, ქვეყნის მთავარი ნიჭიერის სტატუსს.

დღის ამბები