05 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მე-4 დოზა - "ომიკრონის" შტამი ქვეყნებს ისევ მკაცრ რეგულაციებში აბრუნებს

"უკეთესია გაუქმებული ღონისძიება, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე"- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საშობაო და საახალწლო ღონისძიებების წინააღმდეგია.

პანდემია 2022 წელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება, თუ მთელი მსოფლიოს, მინიმუმ, 70% აიცრება.
ჯერჯერობით, "ომიკრონი" ქვეყნებს ისევ მკაცრ რეგულაციებში აბრუნებს.

"ფაიზერმა" დღეს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, უკვე ვაქცნის მეოთხე დოზა გახდეს საჭირო.

მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი შემთხვევების 73% ახალ შტამზე მოდის, მაშინ, როდესაც თვის დასაწყისში, "ომიკრონი" მხოლოდ 1%-ს ჰქონდა.

"ომიკრონის" პირველი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ზუსტად 3 კვირის წინ დაფიქსირდა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში კი ახალი შტამი ქვეყანაში უკვე დომინანტი ვირუსის ვარიანტია. დაინფიცირებულთა 73%-ზე მეტი სწორედ ბი 1.1. 529-ით არის დაავადებული. ჯანდაცვის ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მძიმე ზამთრისთვის უნდა მოემზადოს.

დღის ამბები