20 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
"გარდაცვლილი გოგონა ხვალ 19 წლის გახდებოდა..." - რა გახდა ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი, რომელსაც 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა 

რა გახდა ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი - როგორც "რუსთავი 2-ს" ავარიის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდის ოჯახის ახლობელმა უთხრა, ავტომობილს რომელიც ხიდიდან მდინარე წალწითელაში გადავარდა ნასვამი მძღოლი მართავდა. 

მისივე თქმით, გადარჩენილ 3 ახალგაზრდას მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ. 

"ერთ მათგანს მეუღლე ჰყავდა ორსულად. მუცელი რომ ასტკივდა მოაკითხა მეგობარმა და წაიყვანა რამდენიმე ახალგაზრდა, მეზობლები და კარგი მეგობრები იყვნენ. სამშობიაროდან, რომ მოდიოდნენ მაგ დროს გადავარდნენ ხიდიდან. მძღოლი იყო ნასვამი დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი. რომელსაც მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია. მძიმე დაზიანებები არ მიუღია კიდევ ორ მგზავრს, რომელებიც გამოკითხვაც ახლახანს დასრულდა. ​

გარდაცვლილი გოგონა ხვალ გახდებოდა 19 წლის... ავარიისას ის ცოცხალი იყო,  მანქანაში ჰქონდა ხელი მოყოლილი, ამიტომ ვერ მოხდა დროულად მისი გამოყვანა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.

გარდაცვლილი ბიჭი კი 18 წლის იყო. დედისერთა, ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში..." - ამბობს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ქუთაისში დღეს დილით მოხდა. ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა გამოსვლა მოახერხა, 2 ახალგაზრდა კი ადგილზევე დაიღუპა. 

დღის ამბები