16 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
აირჩევენ თუ არა შოთა წურწუმიას დღეს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ - სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს

ამ წუთებში ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას 27-ვე დეპუტატი ესწრება. დიდი ალბათობით, დეპუტატები დღეს აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც სავარაუდოდ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია იქნება.

ენმ არ აპირებს, რომ საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. ისინი მხარს გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭერენ.

"გვქონდა კონსულტაციები, ვარ იმედიანად. მჯერა რომ ეს ყველაფერი დღეს დასრულდება. ეს არის ჩხოროწყუელი ამომრჩევლის მოთხოვნა. 67%-მა დაუჭირა ჩხოროწყუს ოპოზიციას მხარი. დღეს ან ყველანი ერთად შევხვდებით, ან ღირსეულად გავალთ ამ დარბაზიდან," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რამაზ გულუამ.

"მოლოდინი გვაქვს საკმაოდ პოზიტიური. ღირსეული კანდიდატი გვყავს შოთა წურწუმიას სახით, მთელი საქართველო იცნობს. სხვა პარტიების გადაწყვეტილებებში ნამდვილად ვერ ჩავერევით. ოპოზიციური განწყობა არსებობს და ველოდებით მხარდაჭერას," - განაცხადა "საქართველოსთვის" წევრმა დავით შენგელიამ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ჯუმბერ იზორია აცხადებს, რომ ისინი კენჭისყრაში არ მიიღებენ მონაწილეობას.

დღის ამბები