16 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრი შოთა წურწუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

შოთა წურწუმიას 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში სულ 15 ოპოზიციონერი იღებდა მონაწილეობას, არჩევის პროცესში კი 1 ბიულეტენი გაბათილდა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, კენჭისყრის პროცესში "ქართული ოცნების" წევრებს მონაწილეობა არ მიუღია.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს ახლადარჩეულ საკრებულოში 27 დეპუტატია.

დღის ამბები