01 სექტემბერი 2026,   19:35
ვრცლად
"ომიკრონის" დღიური დადასტურებული 10 000 ან 15 000 შემთხვევა აუცილებლად გაზრდის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას - ჯავარა უგრეხელიძე

1 976 ინიფიცრებული და 78 გარდაცვლილი, ეპიდემილოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ისევ საგანგაშოა. "ომიკრონის" გავრცელების შანსები კი დღითიდღე იზრდება.

ლუგარის ლაბორატორია კიდევ რამდენიმე საეჭვო ნიმუშს სწავლობს, რომლებიც დადასტურებულად ცნობილია, რომ კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი არ არის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის თქმით, "ომიკრონის" გავრცელებასთან ერთად გაიზრდება ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლაც

"გამომდინარე იქედან, რომ სადღაც იანვრის მეორე ნახევარში "ომიკრონის" ბუნებიდან გამომდინარე ველოდებით დღიური დადასტურებული შემთხვევების გასამმაგებას, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს "ომიკრონი" მსუბუქად მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზირებული ადამინების რიცხვი არ უნდა გაიზარდოს მკვეთრად, მაინც ჰოსპიტალურ სექტორზე მკვეთრი დაწოლაა, იმიტომ, რომ დღიური 10 000 ან 15 000 დადასტურებული შემთხვევა აუცილებლად გაზრდის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას,"- აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

დღეს "ბუსტერით" აიცრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც ერთგვარად მაგალითი მისცა სხვა საარჩევნო სუბიექტებს, აიცრან "ბუსტერ" დოზით.

"პანდემიის პირობებში მივიღე გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მაგალითი მივცეთ ყველა საარჩევნო ადმინისტრატოს. მე, როგორც მთავარმა საარჩევნო ადმინისტრატორმა დღეს კოლეგებთან ერთად გავიკეთე "ბუსტერ" დოზა. აქამდე ვიყავი ორჯერადად ჩინური ვაქცინით „სინოვაკით“ აცრილი, თუმცა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ "ბუსტერის" ეფექტიანობა განსაკუთრებით ამ ახალი შტამის პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. 

დღის ამბები