თბილისში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა - დღეიდან ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ამ ლოკაციებზე დაგხვდებათ ადგილობრივი მეწარმეების გამოფენები და მრავალფეროვანი საკვები ობიექტები.
"საახალწლო სოფელებში" ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებების მთელი დღის პროგრამებია გაწერილი. დღის საათებში საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო გასართობი შოუ-კონცერტები. საღამოს კი საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.