02 მაისი 2024,   22:27
ვრცლად
სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა

კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა. ყოფილი პრეზიდენტი ამ დროისთვის უკრაინაში არ იმყოფება. ის ვარშავაშია და სამშობლოში დაბრუნებას, სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებში გეგმავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნაა გათვალისწინებული. უკრაინის გამოძიების ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო. საქმე ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის არალეგალურ გატანას ეხება.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ დაწყებულ საგამოძიებო პროცესს სიგიჟეს უწოდებს.

დღის ამბები