მცხეთის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამცრელ პუნქტებში ვაქცინაციის მსურველთა მიმართვიანობამ განსაკუთრებით "ბუსტერ" დოზებზე საგრძნობლად იმატა. მათ აცრის გაკეთება pfizer-ის, sinophamr-ის და sinovac-ის ვაქცინებით შეუძლიათ.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სულ 12 ვაქცინაციის პუნქტია. ქალაქ მცხეთაში 2, ხოლო სოფლებში კი 10 ამცრელი დაწესებულება ფუნქციონირებს.