Facebook-მომხმარებელი თათია პაქსაშვილი საახალწლო სოფლებში ყალბი კუპიურების გავრცელების შესახებ წერს.
მისი ინფორმაციით, საახალწლო მაღაზიებში ბევრი გამყიდველი გახდა ყალბი კუპიურების მსხვერპლი.
"საახალწლო სოფლებში (მარკეტებზე) ვინც დგახართ ფრთხილად იყავით! ამ დღეებში ბევრი გახდა მსხვერპლი ყალბი 100 ლარიანების, მათ შორის მეც. გუშინ, ახალგაზრდა გარეწარმა, ყოვლად უსინდისო ადამიანმა შეიძინა სამაჯური და ხურდაც გავატანე, სადაც დაგიჭერ იქ დაგამიწებ. თუ ვერ დაგიჭირ, რაც არ გერგება, არ შეგერგება. ძმრად და სისხლად ამოგედინება! შე არაკაცო!" - წერს თათია პაქსაშვილი და საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "რუსთავი 2" შესაბამისს უწყებებს დაუკავშირდა. საგამოძიებო სამსახურებში განგვიცხადეს, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაცია მათთან ოფიციალურად არ შესულა. ამასთან, უწყებები მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში რეაგირების მზაობას გამოთქვამენ.