20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
"ომიკრონის" შემთხვევები საშუალო და მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, მით უმეტეს აცრილ პაციენტებში - თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ "ომიკრონის" შემთხვევები მსუბუქი და საშუალო ფორმებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი აცრილ პაციენტებში. 

"60-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა დღეს იდენტიფიცირებული. მთავარი რისკი, რაც ომიკრონს უკავშირდება, არის მისი სწრაფი გავრცელება. ომიკრონის შემთხვევები მიმდინარეობს მეტად საშუალო და მსუბუქი ფორმებით, მით უმეტეს, აცრილ პაციენტებში. თუ არის პაციენტი აცრილი, ომიკრონთან დაკავშირებული რისკები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აცრებზე გავაკეთოთ აქცენტი და ჰოსპიტალური სექტორი, 9100 საწოლით მობილიზებული რჩება, თუკი საჭირო გახდა კიდევ დამატებით სასტუმროების მობილიზება, პირველადი ჯანდაცვის ჩართვა, ამისთვისაც მზად ვართ," - ამბობს თამარ გაბუნია. 

დღის ამბები