სამეგრელოში მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებსა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის პირებს საახალწლო ნობათი გადაეცათ.
ზუგდიდის მერისა და მაჟორიტარი დეპუტატის ორგანიზებით, წინასაახალწლო დახმარებას მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.
ტკიბილეულისა და სხვადასხვა სახის პროდუქტების დარიგებაში ადგილობრივი ხელმძღვანელობა უშუალოდ იყო ჩართული.