ექიმები იანვრის შუა რიცხვებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებას ვარაუდობენ.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ "ომიკრონის" გავრცელებისა და ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, მეექვსე ტალღა სადღესასწაულო პერიოდის შემდეგ დაიწყება. რჩევები უცვლელია - ვაქცინაცია და რეკომენდაციების დაცვა.
"ციფრები, რომელიც დღეს არსებობს, არის ძალიან არასტაბილური იქიდან გამომდინარე, რომ უკვე ორი სხვადასხვა ტიპის ვირუსის გადახლართვა მოხდება, რეალური შედეგები იქნება სადღაც იანვრის მეორე ნახევარსა და თებერვალში და ეს პერიოდი კიდევ უფრო დამძიმდება.
ამისთვის არის საჭირო მომზადება და დახვედრა ვაქცინაციის იმ დოზით და რაოდენობით, რომელიც ჩვენს მდგომარეობას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს,"- აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე.