კორონავირუსს კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გაზრდილია ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო 24 საათში კიდევ 3 567 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 2105 პაციენტი. "ომიკრონის" სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, "ომიკრონის" შტამი საქართველოში დომინანტური იანვრის ბოლოსთვის იქნება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები, საზოგადოებას იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება.
"იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია ამ ახალი შტამით. მისი გავრცელების სისწრაფე დაახლოებით 3-4-ჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აქამდე არსებული შტამების. ასევე განსაკუთრებული ტროპიზმი აქვს ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისადმი. რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია, ბუსტერიზირებულ ადამიანებში შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებლები,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.