20 ნოემბერი 2024,   13:39
ვრცლად
ალმათისგან განსხვავებით, ქალაქ აქტაუში დაძაბულობა ნაკლებია - ქუთაისის აეროპორტში ქალაქ აქტაუდან რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა

რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ, ყაზახეთთან ფრენები ნაწილობრივ აღდგა. ქუთაისის აეროპორტში ქალაქ აქტაუდან რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტზე 15 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ისინი ძირითადად  რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან.

როგორც ისინი მედიასთან აცხადებენ, ალმათისგან განსხვავებით, ქალაქ აქტაუში ვითარება შედარებით მშვიდია.

"მე ჩამოვედი ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან. დაძაბულობა ჩვენს ქალაქში ნაკლებად იყო. ის, რაც ალმათში ხდება, შოკისმომგვრელია. არ გვაქვს დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია. ძალიან უცნაურად განვითარდა მოვლენები ჩვენ ქვეყანაში," - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

ამასთან, კიდევ ერთი თვითმფრინავი გამოფრინდა ქალაქ ატირაუდან ცოტა ხნის წინ. 

დღის ამბები