გერმანიის სასამართლომ სირიელ მამაკაცს, ანვარ რასლანს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურამ ის ათობით ადამიანის გაუპატიურებაში, 58 ადამიანის მკვლელობაში მეთვალყურეობისა ციხეში, 4 000-ზე მეტი ადამიანის წამებაში დამნაშავედ სცნო.
შემთხვევა 2011 და 2012 წლებში სირიაში, სამოქალაქო ომის დროს მოხდა.
ანვარ რასლანი ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.