26 აგვისტო 2026,   23:15
ვრცლად
თეატრის დღე - ღონისძიებათა ნაწილს ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი მასპინძლობს

საქართველოში 14 იანვარი დროშის დღესთან ერთად ქართული თეატრის დღეცაა, თარიღთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძება იმართება, მათ შორის რამდენიმეს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი მასპინძლობს.

აქ დღეს იმართება კოტე კიკაბიძის თოჯინების გამოფენა. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსახიობისა და მწერლის ირმა გურიელის წიგნის პრეზენტაციაც - "საქართველო სიმღერავ ჩემო". 

თეატრი "აზდაკის ბაღი" მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით - "შერეკილები", რომელშიც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, შშმ პირებიც მონაწილეობენ. 

დღესვე თეატრალური საზოგადოება, მათი სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს დააჯილდოვებს.

დღის ამბები