24 ნოემბერი 2024,   15:03
ვრცლად
რამდენიმე საათში დედამიწას 1 კმ სიგანის ასტეროიდი მოუახლოვდება

ასტეროიდი, რომლის სიგანე, სავარაუდოდ, 1 კმ-ა, დედამიწას ყველაზე ახლოს რამდენიმე საათში ჩაუვლის. ნასას დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტების შემსწავლელი ცენტრის ინფორმაციით, მანძილი ჩვენს პლანეტასა და ასტეროიდს შორის 1.6 მილიონი კილომეტრი იქნება. ობიექტი 76192 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

ასტეროიდი, რომელიც ჩვენს პლანეტას უახლოვდება, ცნობილია როგორც 7482 და ის, ნასას ცნობით, 1994 წელს აღმოაჩინეს.

არ არსებობს მოლოდინი, რომ ასტეროიდი დედამიწას დაეჯახება, თუმცა მომდევნო 2 საუკუნის პროგნოზით, ეს არის ყველაზე ახლოს მყოფი ასტეროიდი.

დღის ამბები