03 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კვლავ მოთხოვნადია - 2012 წელთან შედარებით ექსპორტი 360%-ით გაიზარდა

ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კვლავ მოთხოვნადია. მხოლოდ გასულ წელს მსოფლიოს 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2012 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 360%-ით გაიზარდა. პრემიერ მინისტრი განმარტავს, რომ ქართული ღვინის ექსპორტში 441 კომპანიაა ჩართული, 10 წლის წინ კი ეს მხოლოდ 100 საწარმოს მოიცავდა. ჯამურად, ღვინის, ბრენდის, ჭაჭისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან და 142%-ით მეტია 2012 წელთან შედარებით.

დღის ამბები