17 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელახლა იზრუნოს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს - დერეკ შოლე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საქართველოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

"პრემიერ კობახიძეს გადავეცი ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიაზე - მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ხელახლა იზრუნოს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს", - წერს დერეკ შოლე.

დღის ამბები