საქარველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა.ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას იმუნიზაციის და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ისე მცირეწლოვნებშიც გახშირდა ომიკრონის შემთხვევები.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის თქმით, კლინიკები ამ ეტაპზე გადავსებულია.
"კლინიკა, ამ ეტაპზე, გადავსებულია, 175 საწოლზე 165 პაციენტი უკვე წევს. აქედან 21 პაციენტი რეანიმაციაშია, ხოლო 3 კრიტიკულად მძიმეა. გამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად "მსუბუქი" დაავადება არის ომიკრონი.
მომართვიანობა არის გაზრდილი, რადგან პედიატრიულ კონტიგენში ყველაზე რთულია დავიცვათ იზოლაციის წესები. სამწუხაროდ, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ვერ ხდება იმუნიზაცია, გარდა ამისა, სამწუხაროდ, დაბალია იმუნიზაცია იმ სოციუმში, რომელსაც ურთიერთობა აქვს პედიატრიულ მოსახლეობასთან,"- აცხადებს დავით რეხვიაშვილი.