მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს, ამ წუთებში, მისი ადვოკატი ხვდება.
დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის ნომერ 12 ციხეში შესვლამდე მოლოდინების შესახებ ისაუბრა და ივარაუდა, რომ პატიმარს დაზარალებულის სტატუსს პროკურატურა არ მიანიჭებს.
"ცხადია, ჩვენ გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას, თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება უკანონო და არ მოგვენიჭება დაზარალებულის სტატუსი. ამის ერთადერთი მიზანი პროკურატურის მხრიდან, შეიძლება იყოს ის, რომ დაცვის მხარეს შეუზღუდოს წვდომა საქმის მასალაზე. იმიტომ რომ საქმის მასალებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ეს არის სრული ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილის N12 დაწესებულებიდან გლდანის N18 დაწესებულებაში გადაყვანის,"- განმარტავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.
რამდენიმე წუთის წინ რუსთავში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე.