უამინდობა ქობულეთში - დიდთოვლობის გამო სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი ჩაინგრა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი სახლში იმყოფებოდა.
სახლის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახი სოც-დაუცველია. მათ ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ და ახლა ღამეს ნათესავებთან ათევენ.
როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, მოხდება დაზარალებული ოჯახის ქირით გაყვანა და ბინით უზრუნველყოფა.