21 დეკემბერი 2024,   17:40
ვრცლად
სიკვდილიანობა გაიზრდება - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას "ომიკრონის" გამო გაზრდილი საფრთხის შესახებ აფრთხილებს 

"ომიკრონი" ისევ რეკორდს ხსნის - ბოლო 24 საათში 11 039 ახალი შემთხვევაა, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც, დღე-ღამეში ვირუსს, კიდევ 42 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდვითარება ქვეყანაში მკვეთრად უარესდება. მთავარი მოწოდება კი იგივე რჩება, გამოსავალი ბუსტერ დოზა და რეკომენდაციების დაცვა - პირბადე და სოციალური დისტანციაა.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მართალია "ომიკრონი" ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდეს.

"ძალიან მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს იყო პროგნოზირებადი და ეს პროგნოზი ერთი ერთში ემთხვევა იმ მდგომარეობას, რაც ახლა გვაქვს. ჩვენთან, ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ზომიერია, ვიდრე ეს ხდება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, ზუსტად ასევეა სიკვდილობაც. მართალია "ომიკრონი" ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს, მაგრამ არც ისე ნაკლებად, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდეს. 2-ჯერ და 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილობას იწვევს "ომიკრონი", მაგრამ თუ შემთხვევები 5-ჯერ მეტი გვექნება, მაშინ ჯამური სიკვდილიანობა გაიზრდება,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები